,,ტერორიზმთან, ორგანიზაციულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და დანაშაულის სხვა სასიშ სახეებთან ბრძოლის სუუამის ვირტუალური ცენტრისა და სუუამის სახელმწიფოთაშორისო საინმფორმაციო-ანალიტიკური სისტემის (სსას-ს) შექმნის შესახებ`` ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
654
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-05
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.002
,,ტერორიზმთან, ორგანიზაციულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და დანაშაულის სხვა სასიშ სახეებთან ბრძოლის სუუამის ვირტუალური ცენტრისა და სუუამის სახელმწიფოთაშორისო საინმფორმაციო-ანალიტიკური სისტემის (სსას-ს) შექმნის შესახებ`` ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №654

2003 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სუუამის ვირტუალური ცენტრისა და სუუამის სახელმწიფოთაშორისო საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის (სსას-ის) შექმნის შესახებ“ ქ. იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმება „ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სუუამის ვირტუალური ცენტრისა და სუუამის სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის (სსას-ის) შექმნის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (თ. ჯაფარიძე):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს სუუამის მონაწილე სახელმწიფოებს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 

კრებსითი — სრული ვერსია