საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №618
2003 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) მაინის ფრანკფურტი და საქართველოს შორის, წარმოდგენილს ფინანსთა სამინისტროთი („მიმღები“) თანხაზე 1 მლნ. ევრო ქ. თბილისში 2003 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი დაფინანსების შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე (ტუბერკულოზთან ბრძოლის რეგიონალური პროგრამა)
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. თბილისში 2003 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი დაფინანსების შესახებ შეთანხმება „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) მაინის ფრანკფურტი და საქართველოს შორის, წარმოდგენილს ფინანსთა სამინისტროთი („მიმღები“) თანხაზე 1 მლნ. ევრო (ტუბერკულოზთან ბრძოლის რეგიონალური პროგრამა)“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (თ. ჯაფარიძე):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა;
ბ) შეატყობინოს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი