,,საქართველოს მთავრობასა (აღმასრულებელ ხელისუფლებას) და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ`` ქ. თბილისში 2003 წლის 16 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
602
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-22
სარეგისტრაციო კოდი
480.240.000.05.002.002
,,საქართველოს მთავრობასა (აღმასრულებელ ხელისუფლებას) და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ`` ქ. თბილისში 2003 წლის 16 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №602

2003 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა (აღმასრულებელ ხელისუფლებას) და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ქ.თბილისში 2003 წლის 16 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ.თბილისში 2003 წლის 16 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა (აღმასრულებელ ხელისუფლებას) და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (თ. ჯაფარიძე):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ხელმოწერა;

ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

კრებსითი — სრული ვერსია