„აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ცალკეული მოძრავი ნივთების კონკურსისა და აუქციონის გარეშე მოხმარების მიზნით გადაცემის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ცალკეული მოძრავი ნივთების კონკურსისა და აუქციონის გარეშე მოხმარების მიზნით გადაცემის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №15

2010 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ცალკეული მოძრავი ნივთების კონკურსისა და აუქციონის გარეშე მოხმარების მიზნით გადაცემის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შე­სა­ბამისად ნება დაერთოთ საქართველოს აღმასრულებელი ხე­­ლი­სუფლების და­წესებულებებს, მათ ბალანსზე რიცხული სა­­­ხელმწიფო საკუთ­რებაში არსებული მცირეფასიანი აქტივი, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგ­ნები, სამ­კურნალწამლო საშუ­ა­ლებები და კვების პროდუქტები, საკუთარი გადაწყვეტი­ლებით, დასა­ბუთებული საჭიროების არსებობისას, კონკურსისა და აუქ­ციონის გარეშე მოხმარების მიზნით გადასცენ კერძო სამარ­თ­ლის იურიდიულ პი­რებს.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის დადგენილება №285 – ვებგვერდი, 25.07.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია