საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №562
2003 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
ზ. გამსახურდიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს ზაურ გამსახურდიას უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეთა უვიზო ურთიერთმგზავრობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
ე. შევარდნაძე