საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №611
2003 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზ. ნოღაიდელისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, რომ ხელი მოაწეროს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს შორის კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის II პროექტის დაფინანსების მიზნით 4 მლნ ევროს რაოდენობის კრედიტისა და 4 მლნ ევროს რაოდენობის გრანტის გამოყოფის თაობაზე საკრედიტო და დაფინანსების ხელშეკრულებას.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ნ. ბურჯანაძე