საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
494
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-30
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.002.002
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №494

2003 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნის თაობაზე

საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვა­ლისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ფარგლებში, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამგებლობაში 2003 წლის 1 ოქტომბერს შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი (შემდგომში – საგამოძიებო დეპარტამენტი).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) 2003 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს:

ა) საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;

ბ) საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად მისი დანიშვნის მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია