საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №436
2003 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის ეროვნული ფორმის ტანსაცმლისა და ფურნიტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 16 ივლისის №415 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის ეროვნული ფორმის ტანსაცმლისა და ფურნიტურის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 16 ივლისის №415 ბრძანებულების 1-ლ პუნქტს დაემატოს სიტყვები: (პლანშეტი №1-21) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პირადი შემადგენლობის ეროვნული ფორმის ტანსაცმლისა და ფურნიტურის ესკიზები (პლანშეტი №1-21)“.
ე. შევარდნაძე