საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №435
2003 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
ლეილა მესხისათვის საჩოგბურთო სპორტული ცენტრის გასაფართოებლად პირდაპირი განკარგვის წესით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მთავრობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების თანახმად ლეილა მესხს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ლუბლიანას ქუჩაზე პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ე. შევარდნაძე