“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
390
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2003-08-25
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.05.002.002
“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №390

2003 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა წახალისების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2002 წლის 15 იანვარი №4, მუხლი 36) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

III თავის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1”, „ზ2” და „ზ3” ქვეპუნქტები:

„ზ1) სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში, აჯილდოებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით კანონმდებლობით დადგენილი წესით, უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულით, ფასიანი საჩუქრებით;

ზ2) სამინისტროს თანამშრომლების, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში, დაჯილდოების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს (მედლებს და სამკერდე ნიშნებს), აგრეთვე სიგელებს; ამტკიცებს დებულებებს ასეთი ჯილდოების, სიგელების და მათი აღწერილობის შესახებ; ქმნის ჯილდოების და ფასიანი საჩუქრების (მათ შორის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის) ფონდს;

ზ3) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტთან შეაქვს წარდგინებები სამინისტროს თანამშრომლების დაჯილდოების თაობაზე, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში;“.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია