საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
387
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2016-07-11
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 11.07.2016, №164)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №387

2003 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი.

2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ს. გოგიბერიძე). მასვე დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცება და უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) გააფორმოს მუზეუმთან სათანადო ხელშეკრულება უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემის შესახებ, ხოლო მოძრავი ქონება მუზეუმს გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია