საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
384
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-13
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.05.002.002
საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №384

2003 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს „საქართველოს ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამა (2003-2007წწ.)“.

2. საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმის შემუშავებისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის დროს შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნეს „ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის“ შესაბამისად ქვეყნის სათანადო სამინისტროთა და უწყებათა მიერ „სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროექტო წინადადებების) შერჩევისა და დაფინანსების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 დეკემბრის №711 ბრძანებულების თანახმად წარმოდგენილი წინადადებები.

3. შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა განახორციელონ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. ეთხოვოთ საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგა­ნიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის შესაბამის იურიდიულ პირებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ მონაწილეობა პროგ­რამის განხორციელებაში.

5. შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა მოამზადონ ყოველწლიური ანგარიში „ბავშვთა დახმარების ერთიანი ეროვნული სამოქმედო პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული დავალების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აკაკი ზოიძემ.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1 . ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანებულება №569 – ვებგვერდი, 16.07.2012წ.

კრებსითი — სრული ვერსია