„საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 სექტემბრის №386 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
370
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-30
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002
„საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 სექტემბრის №386 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №370

2003 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 სექტემბრის №386 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 სექტემბრის №386 ბრძანებულებით (სსმ №110, მუხლი 785) დამტკიცებულ „საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესში“ და VII თავის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის მიერ უცხოელი სტუმრის (ან დელეგაციის) მიღების საკითხს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცე­ლარიის უფროსი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურის ხელმძღვანელობის მოსაზ­რებათა გათვალისწინებით უთანხმებს საქართველოს პრეზიდენტს (ან სახელმწიფო მინისტრს), ხოლო უცხო სახელმწიფოთა სამხედრო, სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა ვიზიტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტს უთანხმებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია