საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №534
2003 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მ.გოგიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს მირიან გოგიაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს განვითარების საერთაშორისო ასოციაციასა და საქართველოს შორის „საქართველოს თემების სამედიცინო დაზღვევის პროექტისათვის იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის მიერ გრანტის გამოყოფის შესახებ“ ხელშეკრულებას.
ე. შევარდნაძე