„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
328
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-08
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.05.002.002
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №328

2003 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  დებულების შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 7 მაისის საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველსაყოფად „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2001 წლის 31 დეკემბერი, №138, მუხლი №993) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (შემდგომში _ დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. დებულების მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი“.

2. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები“.

3. ამოღებულ იქნეს დებულების 23-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე  მუხლი:

     „მუხლი 30.

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) არასაპატიმრო სასჯელების აღსრულებისა და პრობაციის ორგანიზება და უზრუნველყოფა;

ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების კოორდინაცია და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია