საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
327
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-08
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.05.002.002
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №327

2003 წლის 2 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს  სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის 1999  წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულებით დამტკიცებულ (სსმ III, 2000წ., №1, მუხ. 12) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-6 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასჯელაღსრულების ორგანოებში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 21 და, როგორც წესი, არა უმეტეს 35 წლისა, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობანი.“.

2. მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 პუნქტი:

„1 . ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სასჯელაღსრულების ორგანოებში სამუშაოდ გადაყვანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროდან, პროკურატურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სამსახურებიდან.

შენიშვნა: 35 წლის ასაკს გადაცილებული სხვა პირების სასჯელაღსრულების ორგანოებში მიღება ხდება განსაკუთრებული სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მისი მოადგილის თანხმობით.“

ე. შევარდნაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია