სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
321
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-06-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-14
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.002
სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №321

2003 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი (51 პროცენტი – 15 147 085 ცალი აქცია, 1 აქციის ნომინალური ღირებულებაა 1 ლარი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ფასით – 7 100 000 (შვიდი მილიონ ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით გადაეცეს ავსტრიის კომპანია „დიესემს“ წარმოდგენილი ბიზნესგეგმით განსაზღვრულ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების პირობით.

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) განახორციელოს მოქმედი კანონ­მდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

3. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტომ“ (ვ. კაპანაძე) შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისათვის“ სს „ჭიათურმანგანუმიდან“ საჭირო რაოდენობის მადნის მისაწოდებლად თავისუფალი ფასწარმოქმნის პრინციპით.

4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. მირ­ცხულავა) უზრუნველყოს სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება წინასწარი გადახდის პირობით.

5. ეთხოვოს საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ე. ერისთავი) განიხილოს სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისათვის“ არსებული ტარიფით ელექტროენერგიის მიწოდების ვადის გაგრძელება 2008 წლამდე.

6. პრივატიზების შედეგად მიღებული თანხიდან ზესტაფონის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხოს 800 000 (რვაასი ათასი), ხოლო თერჯოლის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში – 200 000 (ორასი ათასი) ლარი.

7. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ბიზნესგეგმით განსაზღვრულ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებელი ნაწილის შესრულების სანაცვლოდ, მხარეთა თანხმობით, გამყიდველის სასარგებლოდ დამატებით 2 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარობით გადახდის შემთხვევაში „დიესემს“ საკუთრებაში გადაეცეს აქციათა საკონტროლო პაკეტი (51 პროცენტი – 15147 085 ცალი აქცია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება №78, სსმIII, №16, 14.02.2005წ., მუხ.160

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 თებერვლის ბრძანებულება №78, სსმIII, №16, 14.02.2005წ., მუხ.160

კრებსითი — სრული ვერსია