„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციისა და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 დეკემბრის №536 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
283
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-01
სარეგისტრაციო კოდი
010.210.050.05.002.002
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციისა და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 დეკემბრის №536 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №283

2003 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს  ეროვნული  უშიშროების  საბჭოს  აპარატის დებულებისა  და  ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის  –  სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციისა  და  საქართველოს პრეზიდენტის  –  სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო  სამსახურის  საშტატო  განრიგების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის  2002  წლის 17  დეკემბრის  №536  ბრძანებულებაში   ცვლილებებისა და  დამატებების  შეტანის  თაობაზე

საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატის სისტემაში ორგანიზაციული და სტრუქტურული საკითხების სრულყოფის მიზნით:

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციისა და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 დეკემბრის №536 (სსმ III, №126, 2002 წელი) ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მომუშავეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 65 საშტატო ერთეულით, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის – 13 საშტატო ერთეულით და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის  –  6  საშტატო  ერთეულით.“;

ბ) ბრძანებულების მე-5 პუნქტს დაემატოს 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო რიცხოვნობის ზრდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის (1 საშტატო ერთეული) მომუშავეთა რიცხოვნობისა და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.“;

გ) აღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

 

№

თანამდებობა

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

1.

სამსახურის უფროსი

1

500.00

2.

სამსახურის უფროსის მოადგილე

1

480.00

3.

განყოფილების უფროსი

3

430.00

4.

სამდივნოს უფროსი

1

430.00

 

სულ სამსახურში:

6

 

  ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია