საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის №223 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
261
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-19
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.05.002.002.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის №223 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №261

2003 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის №223 ბრძანებულებით დამტკიცებულ  საჯარო სამართლის იურიდიული  პირის  –  სახელმწიფო  შესყიდვების სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის №223 ბრძანებულებით დამტკიცებულ  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო  მაცნე,  08. 06. 2001,  №61)  შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია