საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №187
2005 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
ვ. ჩეჩელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ვალერი ჩეჩელაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის №439 ბრძანებულება „ზ. ნოღაიდელისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.
მ. სააკაშვილი