„ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
962
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-10-16
გამოქვეყნების თარიღი
1997-11-11
სარეგისტრაციო კოდი
280.070.000.05.001.000.263
„ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

I. „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №№31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“, სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის მიერ – სიტყვით „კანონმდებლობით“, ხოლო სიტყვები „ადგილობრივი მმართველობის“ –  სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის“.

2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და 22-ე მუხლის მე-4 აბზაცში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „ცენტრალური“ და „ცენტრალურ“.

3. მე-4 მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „სახელმწიფო და ადგილობრივი“ შეიცვალოს სიტყვებით "ცენტრალური და ადგილობრივი".

4. მე-7 მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები „სახელმწიფოს მეთაური“ შეიცვალოს სიტყვით „პრეზიდენტი“.

5. მე-8 მუხლის მე-3 აბზაცში, მე-20 მუხლში, 22-ე მუხლის მე-4 აბზაცში,23-ე მუხლის მე-2 აბზაცში და 24-ე მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს სიტყვით „პრეზიდენტი“.

6. მე-14 მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით“ შეიცვალოს სიტყვებით „პრეზიდენტის ბრძანებულებით“.

7. მე-15 მუხლის მე-18 პუნქტის მე-2 აბზაცში სიტყვები „მთავრობის მიერ“ შეიცვალოს სიტყვით „კანონმდებლობით“.

8. 24-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის“ შეიცვალოს სიტყვით „პრეზიდენტის“.

9. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი.

№962–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია