საქართველოს კანონი
საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის და მისი მართლზომიერების დადასტურების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წ.წ., №№27-30., მუხ. 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. კანონის სათაურში სიტყვის „ბანკის” შემდეგ დაემატოს სიტყვა “ორგანული”.
2. 22-ე, 23-ე და 28-ე მუხლების აბზაცები დაინომროს თანმიმდევრობით, არაბული ციფრებით და ჩაითვალოს პუნქტებად.
II. დადასტურებულ იქნეს 1995 წლის 23 ივნისის საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის, როგორც ორგანული კანონის, მართლზომიერება.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 15 ოქტომბერი.
№913-Iს