"ჩეკის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
880
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-09-30
გამოქვეყნების თარიღი
1997-10-15
სარეგისტრაციო კოდი
300.080.000.05.001.000.241
"ჩეკის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ჩეკის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ჩეკის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 აპრილის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წწ., №27-30, მუხ. 597) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სათაურში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის კანონი” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონი”.

2. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანმიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანმიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 30 სექტემბერი

№880-Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია