საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
587
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-30
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.05.001.000.190
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შექმნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რეგიონული და თვითმმართველობის განვითარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის შეიძლება შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდი.

2. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაცემული მიზნობრივი ტრანსფერტი;

ბ) სხვა შემოსავალი რომელიც კანონით არ არის აკრძალული.

გ) საქართველოს ადგილობრივი ორგანოებისა და თვითმმართველობის (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარდა) მიზნობრივი წილობრივი შენატანები.

3. საქართველოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წილობრივი მონაწილეობა განისაზღვროს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით.

4. ფონდის საქმიანობას განსაზღვრავს პრეზიდენტის რწმუნებულისა და პროგრამაში წილობრივად მონაწილე მმართველობის ადგილობრივი ორგანოების და წარმომადგენლების საბჭო.

5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 21 თებერვალი.

№587–IIს 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია -  საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1832 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.288

კრებსითი — სრული ვერსია