„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქრათველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
500
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-11-10
სარეგისტრაციო კოდი
120.260.000.05.001.001.581
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქრათველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 12 თვე;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 462 მუხლი:

      „მუხლი 462. სამხედრო სამსახურის ვადა      ზოგიერთი ვადიანი სამხედრო მოსამსახურისა და 2004 წლის საშემოდგომო გაწვევის წვევამდელთათვის

ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე, გარდა 2004 წლის საშემოდგომო გაწვევის წვევამდელებისა.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი.

№500–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია