“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დოკუმენტის ნომერი
277
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი
1993-06-24
გამოქვეყნების თარიღი
1993-06-30
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.05.001.000.068
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებ ების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ. №5, მუხ. 66) მე-3 მუხლის „ა” პუნქტში სიტყვები „სამი თვის ვადაში” შეიცვალოს სიტყვებით „ექვსი თვის ვადაში”. ამავე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ოთხი თვის ვადაში მიიღებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს”. ამის შესაბამისად მე-3 მუხლის „ა” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და ცხოვრობს ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ ექვსი თვის ვადაში არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე .”.

2. ამავე კანონის 45-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები:

„ან ვერ მიიღო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები” და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

     „მუხლი 45. საპატიო მიზეზით გადაცილებული ვადის აღდგენა

თუ პირმა ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, მას გადაცილებული ვადა აღუდგება კანონმდებლობით დადგენილი წესით .”.

3. ეს კანონი ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური      ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე                                ვახტანგ რჩეულიშვილი

თბილისი,  

1993 წლის 24 ივნისი .

№277-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია