საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №21-22, №455) მე-60 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები“.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 13 ივნისი.
№275–IIს