საქართველოს კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1.„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 23 თებერვლის კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ შეიძლება მიეცეთ თვით ანგარიშის მფლობელებს, მათ ზემდგომებსა და წარმომადგენლებს. ასეთი ცნობები საგადასახადო სამსახურებს, სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 21 მარტი.
№163-IIს