საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
783
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-18
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.635
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1441 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1441. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.

2. 1442, 1446–1449 მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. 228-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 228. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 23 დეკემბერი.

№783_რს

კრებსითი — სრული ვერსია