საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №207
2006 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
მ. კუდავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მამუკა კუდავას უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებებს: ,,რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ“ და ,,რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ი. ოქრუაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 თებერვლის #164 და ,,ი. ოქრუაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 თებერვლის #165 ბრძანებულებები.
მ. სააკაშვილი