„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
448
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-07
სარეგისტრაციო კოდი
410.000.000.05.001.001.566
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ.40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამინისტრო, რომელთანაც ფუნქციონირებს საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო.

2. სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ფუნქციაა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, რაც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.

3. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებუ-ლებების წარმომადგენლებით.

4. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს დასკვნების საფუძველზე ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს, გასცემს, ჩამოართმევს და სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის სამინისტრო.

5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის შესახებ“ ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.

6. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.

7. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილნი იყვნენ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე მეწარმე სუბიექტების წარმომადგენლები.“.

2. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „წ“, „ჭ“ და „ჯ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 16 სექტემბერი.

№448-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია