„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
209
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-09
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.001.507
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში.“.

2. 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 201. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე

პროკურორი ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობათა დადგენილი წესით და ფარგლებში აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№209-რს

კრებსითი — სრული ვერსია