საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
201
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-09
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.001.503
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6(389), ივნისი, 1973 წელი, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 422 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკი უარს აცხადებს ხელის მოწერაზე, გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ მუშაკი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და იგი უარს აცხადებს ხელის მოწერაზე. ამ შემთხვევაში ოქმში აგრეთვე მიეთითება მისი შედგენის თარიღი და მასზე ხელს აწერს მხოლოდ გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირი.“.

2. 2421 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. ამ კანონის 423 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2005 წლის 1 იანვრამდე.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№201 –  რს.

კრებსითი — სრული ვერსია