,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
196
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №196

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №165, მუხლი 1813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებას დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს 2010 წლისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად განკუთვნილი სადაზღვევო ვაუჩერების დაბეჭდვა და დარიგება არა უგვიანეს 2009 წლის 15 დეკემბრისა.“.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „2008-2013 წლებისთვის დამზღვევთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“:

ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადაზღვევო ვაუჩერების ბეჭდვასა და დარიგებას სამინისტრო უზრუნველყოფს სადაზღვევო პერიოდის წინა კალენდარული წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, არა უგვიანეს სადაზღვევო პერიოდის წინა კალენდარული წლის 15 დეკემბრისა.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამზღვევის მიერ ნებაყოფლობით სადაზღვევო ორგანიზაციების შერჩევისა და სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვროს სადაზღვევო პერიოდის წინა კალენდარული წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდი.“;

გ) მე-10 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„10. 2010 წელს სადაზღვევო მომსახურების მისაღებად დამზღვევებს უნდა ჰქონდეთ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის დაწესებულებასთან 2009 წლის 1 ნოემბრისათვის.”.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია