საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „3 მარტს – დედის დღეს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „9 აპრილს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს – საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს“.
2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი, 1993 წლის 13 აპრილი
№214