საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დოკუმენტის ნომერი
164
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი
1993-03-02
გამოქვეყნების თარიღი
1993-03-31
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.000.062
საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

1 იანვარს – ახალ წელს;

7 იანვარს – უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე

19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს განცხადების დღეს;

3 მარტს – დედის დღეს;

უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს (თარიღი გარდამავალია);

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის მეორე დღეს, თარიღი გარდამავალია);

      26 მაისს – საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს;

28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);

14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლის, კვართის დღესასწაულის) დღეს;

      23 ნოემბერს – გიორგობის დღეს.“.

2. ეს კანონი ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური                                                         ე. შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                         ვ. გოგუაძე.

თბილისი,

1993 წლის 2 მარტი.

№164

 

კრებსითი — სრული ვერსია