„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1300
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-03-20
გამოქვეყნების თარიღი
1998-04-30
სარეგისტრაციო კოდი
370.030.000.05.001.000.340
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997) მე-2 მუხლში სიტყვები „მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ 1998 წლის 22 მარტამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ და შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 თებერვლამდე“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი           ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 20 მარტი.

№1300–IIს

კრებსითი — სრული ვერსია