„ტურიზმისა და კურორტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1294
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-03-20
გამოქვეყნების თარიღი
1998-04-30
სარეგისტრაციო კოდი
460.070.000.05.001.000.338
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

 „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“

საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 6 მარტის კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14 (45-46/13), 12 აპრილი, 1997) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული ურთიერთობები მოწესრიგდეს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულების მიხედვით“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 20 მარტი.

№1294–IIს

კრებსითი — სრული ვერსია