საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №129
1998 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
თ. ბურჭულაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
მათემატიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, სტუდენტი-ახალგაზრდობისა და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თენგიზ ბურჭულაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე