საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №817
2005 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ი. ჩოგოვაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმებებს: „ეკონომიკურ, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“, „ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ და „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“.
მ. სააკაშვილი