„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
176
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-04
სარეგისტრაციო კოდი
010.230.000.04.001.001.486
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 46) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10

კოტროლის პალატას საერთო ხელმძღვანელობას უწევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის წარდგინებით, ხუთი წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. მისი თანამდებობიდან გადაყვანა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად.”. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 17 ივნისი.

№176–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია