საქართველოს კანონი
საქართველოს სსრ სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპლიკას ეწოდოს საქართველოს რესპუბლიკა.
2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში (ძირითად კანონში).
3. კანონი ძალაშია მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ გამსახურდია.
თბილისი, 1990 წლის 14 ნოემბერი
№ 9- I ს