საქართველოს კანონი
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8. 04. 1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტს რიცხვის „85-ე” შემდეგ დაემატოს რიცხვი „88-ე”.
2. მე-18 მუხლის „მ” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1524–IIს