აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1517
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-25
სარეგისტრაციო კოდი
110.050.100.05.001.000.397
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ

საქართველოს კანონი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობის შესახებ

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №497 – სსმI, №32, 10.11.2004წ., მუხ.146

    მუხლი 1

ეს კანონი ადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების განსჯადობას მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და ამ სასამართლოთა კომპეტენციას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მათი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №497 – სსმI, №32, 10.11.2004წ., მუხ.146

    მუხლი 2

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე გავრცელდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების განსჯადობა მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით.

2. თუ დანაშაულის ჩადენაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად მონაწილეობდა სხვა პირიც, საქმის განხილვა წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთო განსჯადობის მიხედვით.

3. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მათი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო ბრძანების გაცემა და დადგენილების გამოტანა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების კომპეტენციას.

4. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლო აქტებს გასცემენ საქართველოს სხვა სასამართლოები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი განსჯადობისა და წესის შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2318 – სსმI, №36(43), 29.07.1999წ., მუხ.177

    მუხლი 3. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №497 – სსმI, №32, 10.11.2004წ., მუხ.146

    მუხლი 4

     ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი              ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1517–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2318 – სსმI, №36(43), 29.07.1999წ., მუხ.177

2. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №497 – სსმI, №32, 10.11.2004წ., მუხ.146

3. ძალადაკარგულია – საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმI, №14, 18.04.2005წ., მუხ.94

კრებსითი — სრული ვერსია