საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1235
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-02-18
გამოქვეყნების თარიღი
1998-03-14
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.000.322
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის საბაჟო კოდექსში („საქართველოს რესპუბლიკა“, 1997 წელი, 19 დეკემბერი, №317(2690) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 61-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „იმპორტის რეჟიმით“.

2. 169-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 169. საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური სტიმულირება და საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საბაჟო მოსაკრებლების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები ნაწილობრივ მიიმართება საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური სტიმულირებისა და საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს „საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონში შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის დღიდან.

საქართველოს პრეზიდენტი       ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 18 თებერვალი.

№1235-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია