საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №567
2006 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
რ. გიგილაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს რევაზ გიგილაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის განვითარების მიზნით თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი