საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
680
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2004-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-23
სარეგისტრაციო კოდი
110.030.110.05.001.001.619
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 2500 ლარი;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი – 2400 ლარი;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 2300 ლარი.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი 1996, გვ. 18).

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 21 დეკემბერი.

№680–რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2484-სსმI,№56,28.12.2005წ., მუხ.423

კრებსითი — სრული ვერსია