საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №42
1998 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
გ. ჯაფარიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ახალგაზრდა თაობის ფიზიკური აღზრდისა და მაღალკვალიფიციურ სპორტსმენთა მომზადების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დაბა მესტიის სპორტსკოლის დირექტორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი სამთო-სათხილამურო სპორტში გივი ჯაფარიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე