საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
ბრძანებულება
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს 139-ე მუხლი.
2. 205-ე მუხლის პირველ ნაწილში ციფრები „134-139-ე“ შეიცვალოს ციფრებით „134-138-ე“.
II. ეს ბრძანებულება შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1989 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია
თბილისი,
1988 წლის 9 აგვისტო.
№1832–XI