„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 21 თებერვლის კანონის დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების თანამდებობრივი განაკვეთები:
1. პარლამენტის თავმჯდომარე – 170 ლარი
2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 165 ლარი
3.პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე,
საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – 160 ლარი
4. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი – 155 ლარი.
5. პარლამენტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე – 150 ლარი
6. პარლამენტის წევრი – 145 ლარი“
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ამ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი განაკვეთებით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდეს 1996 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 20 სექტემბერი.
№402